სივრცული ფიგურების სიბრტყით კვეთის აგება
, ფორმისა და ზომების დადგენა საკმაოდ
რთულია. ეს ამოცანა შედარებით ადვილად შესასრულებელია, როდესაც დამზადებულია მრავალწახნაგას ზუსტი ან მსგავსი
მაკეტი (მსგავსების კოეფიციენტის დადგენა
ერთ-ერთი საინტერესო ქვეპუნქტია )
და მის ზედაპირზე ვიცით
მინიმუმ სამი წერტილი , რომლებზეც უნდა გაიაროს კვეთამ. მაგრამ ამ ამოცანის გადაწყვეტა საკმაოდ რთულია,
როდესაც: ა) გვაქვს, თუნდაც, მაკეტი, მაგრამ იმ სამი წერტილიდან, რომლებზეც უნდა გაიაროს კვეთამ, ერთი მაინც არ ეკუთვნის ზედაპირს და ეკუთვნის მის შიგა ან გარე
არეს. ბ) კონუსის შემთხვევაში
ისეთი კვეთის აგება , რომლებიც არ გადის წვეროზე. გ) ცილინრის ისეთი კვეთის
აგება, რომელიც არ არის ფუძის მართობული. რთული კვეთების და ზოგადად კვეთების
შესრულებისათვის SketchUp-8 ბრწყინვალე საშუალებაა.
ლოგიკურად, სამომავლოდ საინტერესო იქნება ანალიზური გეომეტრიის ამოცანის
ამოხსნა, კერძოდ: შერჩეულ მართკუთხა კოორდინატთა
სისტემაში კვეთაში მიღებული ფიგურების
(ელიფსი, პარაბოლა, ჰიპერბოლა
) განტოლებების დადგენა და მათი დაყვანა კანონიკურ სახემდე.
No comments:
Post a Comment