პროექტის სახელწოდება: „ჩვენ ვიყენებთ
XXI საუკუნის
ტექნოლოგიებს“
პროექტის მთავარი
იდეა: სტერეომეტრიული საკითხების გადაჭრა და ამოცანების ამოხსნა თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
პროექტის აქტუალობა: XXI საუკუნეში ისეთი არქიტექურული საოცრებების შექმნა იგეგმება,
რომლებიც იქნებიან გრანდიოზულები, დაემგვანებიან ცოცხალ ორგანიზმებს,
შეიცვლიან ფორმებს, გაუძლებენ ბუნებრივ კატასტროფებს,
დროს და ასე შემდეგ.
ცხადია “საოცრებებს არქიტექტურაში სჭირდება პირველი ნაბიჯები სტერეომეტრიაში”.
ცხადია “საოცრებებს არქიტექტურაში სჭირდება პირველი ნაბიჯები სტერეომეტრიაში”.
პროექტის მიზნები:
- მათ.XI.11.1 მოსწავლე მსჯელობს სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმაზე და აგებს სივრცული ფიგურის მითითებულ კვეთას.
- მოსწავლეს შეუძლია პრობლემის გადაჭრისას ადეკვატური დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და მათი გამოყენება.
- მოსწავლე შეძლებს სამუშაოს ორგანიზებასა, დაგეგმვას და ითანამშრომლებს ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეთა ასაკი: 14-18 წელი.
ვადები /ხანგრძლივობა: 5-6 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
- პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემის დაზუსტება, დაიწყეს ფიქრი პრობლემის გადაჭრაზე, შეძლეს სწორი არჩევანის გაკეთება, მოიძიეს ადეკვატური საინჟინრო პროგრამა , რომელსაც იყენებენ დასახული მიზნებისათვის. მოისურვეს და თავის თავზე აიღეს ისეთი სერიოზული რამ, რასაც ჰქვია საკუთარი გამოცდილების სხვისთვის გაზიარება და სწავლება. ისწავლეს გუნდური პრინციპით მუშაობა.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
პრეზენტაციები რომლებიც შესრულებულია საოფისე პროგრამაში „Power Point“ -ში.
მომავლის კლასი ან კომპიუტერებით და პროექტორით უზრუნველყოფილი
კლასი.
„ XI კლასის სახელმძღვანელო“ გამომცემლობა „ინტელექტი“ 2012
ავტორები: გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ია მებონია, ლ.ქურჩიშვილი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
- XI კლასის ბაზაზე ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით „აპლიკატა“
- საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ დავიწყეთ “ტრენინგ” გაკვეთილები, რომლებსაც წინ უსწრებდა ჯგუფის წევრების სათანადოდ გაწრთვნა-მომზადება.
- “ტრენინგ” გაკვეთილები მიჰყავდა “აპლიკატას” ერთ ან ორ წევრს (ტრენერებს), ხოლო დანარჩენი (ასისტენტები) ეხმარებოდნენ მოწვეულ მოსწავლეებს, შეასრულებინათ SketchUp-8 ში დაგეგმილი ამოცანები, ანგარიშებისათვის გამოეყენებინათ Excel-ში ჩვენს მიერ შექმნილი კალკულატორები.
- ერთი ასისტენტი ეხმარებოდა მაქსიმუმ ორ მოწვეულ სტუმარს.
- პროექტი განხორციელდა ჩვენივე სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებთან. ჩატარდა ერთი სამოდელო გაკვეთილი და ხუთი ტრენინგი.
- ტრენინგის წინ ჯგუფის წევრები მუშაობდნენ ტრენინგის მოდულის შექმნაზე, ამზადებდნენ მასალებს, ქმნიდნენ ელექტრონულ ფაილებს, დამატებითი ლიტერატურიდან მოიძიებდნენ თემასთან დაკავშირებულ ამოცანებს და ამუშავებდნენ მას, დროის ლიმიტთან დაკავშირებით გადიოდნენ რეპეტიციებს, აზუსტებდნენ ყველა ნიუანსს.
- სამუშაო პროცესში გამოვიყენეთ შემდეგ პროგრამები Excel, Geogebra, PowerPoint, Picture Meneger, Word.
- უმრავლეს შემთხვევაში კონკრეტული ამოცანაზე ვიმუშავეთ ორ პროგრამაში: SketchUp 8- ში და Excel-ში რომელშიც ვასრულებდით ალტერნატიულ ანგარიშებს, რადაგან ამ პროგრამაში შესაძლებელია ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტე.
- SketchUp 8- ში კონკრეტული ამოცანისათვის ვასრულებდით ვიზუალურ სამუშაოებს და ვაზუსტებდით ზომებს.
- თანმიმდევრობით გამოვიყენეთ Geogebra, Picture Meneger, Word პროგრამები, შევქმენით ძირითადი სტერეომეტრიული ფიგურების ზედაპირების, უფრო ზუსტი შლილები, ვიდრე ეს შესაძლებელია SketchUp 8-ში. მოხდა ამ შლილების შეკვრა და მაკეტის მიღება, რამაც დამატებით გადაჭრა ფიგურის აღქმის პრობლემა.
- მოსწავლეების მიერ მოძიებულ ამოცანებს ვასრულებდით კონკრეტული მონაცემებისთვის, შემდეგ იგივე ამოცანას ვხსნიდით პარამეტრულად, რასაც მოსდევდა Excel- ში ამ ამოცანის დაპროგრამებამება, რაც კიდევ ერთი სიახლე იყო ჩემი მოსწავლეებისათვის.
- მოსწავლეს განუვითარდება აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევის უნარი.
- მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის გადაცემისას საკითხის არსის (მაგ. ობიექტის არსებითი თვისებების ) წარმოჩენას.
- მოსწავლეს შეუძლებს ამოცანის შინაარსის აღქმას, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნას.
პროექტის ხელმძღვანელი: ციალა კაცაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cico.kacadze@gmail.com